ბიზნესის სკოლა / დეკანის მიმართვა

​​

  ქეთევან მდინარაძე 
  დეკანი
  ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

  k.mdinaradze@openuni.edu.ge

 

 

 

მოგესალმებით ღია უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სახელით. ვიმედოვნებ, სწორედ ჩვენს უნივერსიტეტში დაიწყება თქვენი წარმატებული კარიერა.

ღია უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა არის ადგილი, სადაც ახალგაზრდას შეუძლია მიიღოს საერთაშორისო დონის უმაღლესი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს კორპორაციულ, აკადემიურ, საჯარო თუ არასამთავრობო სექტორებში წარმატებული ადმინისტრირების თუ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

ჩვენი სკოლის მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს ხარისხი, დინამიური აკადემიური გარემო და კოლეგიალური სასწავლო პროცესი, რომელსაც ქმნის ენთუზიაზმით აღსავსე აკადემიური პერსონალი, სკოლის მმართველი ორგანო, უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილი აკადემიური პროგრამები და დამატებითი სპეციალობის ფართო არჩევანი.

გახსოვდეთ, ბიზნესის სკოლაში ბიზნესმენთა ახალი თაობის აღზრდისა და ფორმირების ეფექტური გარემოა, რომელიც ორიენტირებულია მომავალი ბიზნესმენისათვის უახლეს მიღწევებზე დაფუძნებული ცოდნის შეთავაზებასა და ბიზნესის სფეროსთან დაკავშირებული ღირებულებების დამკვიდრებაზე. ჩვენ გთავაზობთ იყოთ გამორჩეულები, ითანამშრომლოთ ჩვენთან და შეიტანოთ პოზიტიური ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში.