სიახლეები

შეჯიბრება „Paintball”-ში

საბურთალოს გამგეობამ ჩაატარა შეჯიბრება "PaintBall"-ში, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც უნივერსიტეტები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის თბილისის ღია უნივერსიტეტიც.

ჩვენმა გუნდმა, სწორად დაგეგმილი და ურთიერთშეთანხმებული თამაშის ხარჯზე, დაამარცხა საქართველოს ტექნიკური და სამედიცინო უნივერსიტეტი, ღირსეულად მოიპოვა ფინალში ბრძოლის უფლება და დაიკავა მე-3 ადგილი.

თვითმმართველობის სპორტის კომიტეტი ულოცავს ჩვენს სტუდენტებს კიდევ ერთი თასის მოპოვებას და წარმატებებს უსურვებს შემდგომ ასპარეზობებშიც.