სიახლეები

სტუდენტური მეცნიერება - 2017

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს თბილისის ღია უნივერსიტეტში ჩატარდა მეხუთე საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „სტუდენტური მეცნიერება - 2017“

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ღია უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისა და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.