სიახლეები

ვულოცავთ TOU-ს სტუდენტებსა და თანამშრომლებს ახალი კამპუსის გახსნას!

დღეს,  თბილისის ღია უნივერსიტეტის ახალი კამპუსი TOU-ს  თანამშრომლებმა და    მოწვეულმა სტუმრებმა გახსნეს. ცერემონიას მთავრობის ვიცე პრემიერი - განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თბილისის მერი დავით ნარმანია და განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ჯაში დაესწრნენ.

ახალი შენობა რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით აშენდა, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო რესურსით. 15000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ნაგებობა მოიცავს ორსაკონფერენიო დარბაზს, თანამედროვე ბიბლიოთეკას, სამეცნიერო ლაბორატორიებსა და სტუდენტურ სივრცეებს. ასევე აღჭურვილია უსაფრთხოების სისტემებით და სრულად ადაპტირებულია უნარშეზღუდული პირებისთვის.