სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე სტუმრად თოუ-ში

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი- თამარ სანიკიძე. მან დაათვალიერა ახალი შენობის ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნოლოგიები, საკონფერეციო დარბაზები, ბიბლიოთეკა და სამედიცინო ლაბარატორია.

ასევე შეხვდა უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტაციულ პერსონალს.