სიახლეები

TOU-ში სასწავლო წელი დაიწყო

თბილისის ღია უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წელს ახალ, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კამპუსში შეხვდა.

უნივერსიტეტის პირველკურსელებს ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა სააქტო დარბაზში შედგა  სადაც რექტორმა ნოდარ პაპუკაშვილმა და დეკანებმა პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.