სიახლეები

სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გულისხმობს :

ა) ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას

ბ) ერთობლივ კონფერენციებსა და სემინარებს

გ) ინფორმაციის გაცვლას

დ) გამოცდილების გაზიარებას

ე) სურსათის უვნებლობის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების  ხელშეწყობას

აღსანიშნავია, რომ სეს-თან მემორანდუმი გაკეთდა ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, რამდენადაც თოუ აპირებს უახლოეს მომავალში პროგრამული აკრედიტაციის მიღებას და განხორციელებას.