ინჟინერიის სკოლა / დეკანის მიმართვა

 

 

ქეთევან მდინარაძე 
დეკანის მოვალეობის შემსრულებელი
ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

q.mdinaradze@openuni.edu.ge

 

 

 

ინჟინერიის სკოლა სთავაზობს ნებისმიერ მსურველს, მობრძანდეს და ვიზუალურად დაათვალიეროს საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა, პირადად გაეცნოს სწავლების სრულყოფილ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლებს.

პოტენციური სტუდენტები დარწმუნდებიან, რომ ისინი ინჟინერიის სკოლაში მიიღებენ მათ მიერ არჩეული სპეციალობის მიხედვით, შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის, თანამედროვე უმაღლეს განათლებას ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხით. ამის საფუძველია ჩვენს მიერ დამუშავებული სწავლების თანამედროვე კონცეფცია შესაბამისი სასწავლო პროგრამებით, რომლის ათვისება მათ გზას გაუხსნის, როგორც შიდა შრომის ბაზარზე ასევე საერთაშორისო ასპარეზზე მაღალი დონის სპეციალისტთა რიგებში დასამკვიდრებლად.

გისურვებთ წარმატებებს!