უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვის წესი

 

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტშისწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა  ჩარიცხვა ხორციელდებასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 01 სექტემბრის  # 725 და 2010 წლის 01 ოქტომბრის # 98 ბრძანებების საფუძველზე.

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს  და უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს (რომლებიც ბოლო 2 წელი სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს უცხო ქვეყანაში), ასევე პირებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში, სთავაზობს სწავლის გაგრძელებას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ და აკრედიტებულ პროგრამებზე ( ქართულ და ინგლისურ ენებზე); პროფესიულ პროგრამებზე (ქართულ და  ინგლისურ ენებზე) და ასევე ქართულ ენაში მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე.


ინგლისურენოვან  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის წლიური საფასურია - 4700აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
ქართულენოვან  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე,  უცხო ქვეყნის  მოქალაქეებისათვის,  სწავლის წლიური საფასურია -3500 ლარი;
პროფესიულ ქართულენოვან პროგრამებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის პროგრამის წლიური საფასურია  -  1500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
პროფესიულ ინგლისურენოვან პროგრამებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის წლიური პროგრამის საფასურია -  2200  აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;


 უნივერსიტეტი ასევე გთავაზობთ ინგლისური და ქართული ენების ინტენსიურ კურსებს  -კურსის  საფასური 1.000 -2.000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში  (ინგლისური და ქართული ენების ცოდნის დონის შესაბამისად).

 

უნივერსიტეტის ინგლისურენოვან პროგრამებზე ჩარიცხვები ხორციელდება  წელიწადში ორჯერ: სექტემბერ-ოქტომბერსა და თებერვალ-მარტში. 

 

ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სწავლის მსურველებმა  უნდა წარმოადგინონ   შემდეგი დოკუმენტები:

 უცხო ქვეყნის მოქალაქე აბიტურიენტებმა:

აბიტურიენტის განცხადება;

  • 4 ფოტოსურათი 3x4-ზე (როგორც დაბეჭდილი, ასევე ელ.ვერსია CD);
  • მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ პირველი გვერდი თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

უცხო ენაზე შედგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე  და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

  • საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტებმა, რომლებიც ბოლო 2 წელი სწავლობდნენ და სრული ზოგადი ან  მისი ეკვივალენტური განათლება მიიღეს უცხო ქვეყანაში:

აბიტურიენტის განცხადება;

  • 4 ფოტოსურათი 3x4-ზე (როგორც დაბეჭდილი, ასევე ელ.ვერსია CD);
  • მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ;

უცხო ენაზე შედგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე  და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

მაგისტრანტობის კანდიდატებმა:

  • განცხადება რექტორის სახელზე;
  • 4 ფოტოსურათი 3x4-ზე (როგორც დაბეჭდილი, ასევე ელ.ვერსია CD);
  • მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • უცხო ქვეყნის მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

უცხო ენაზე შედგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე  და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.


უცხო ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლა გააგრძელონ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში, უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება რექტორის სახელზე;
  • 4 ფოტოსურათი 3x4-ზე (როგორც დაბეჭდილი, ასევე ელ.ვერსია CD);
  • მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

უცხო ენაზე შედგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე  და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

შენიშვნა

  • დოკუმენტების  სრულად წარმოდგენისა და შესწავლის შემდეგ გაიცემა რექტორის წერილობითი თანხმობა აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტისსტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე  მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით).
  • რექტორის წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში აბიტურიენტი/სტუდენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი (თუ არასრულწლოვანია-მშობელი ან მეურვე) ან უფლებამოსილი პირი (სათანადოწესითდამოწმებულიმინდობილობის შემთხვევაში) დოკუმეტებს ზემოთ მითითებული ჩამონათვალით წარადგენს სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.(http://eqe.ge/geo/service/recognition/foreign_recognition)
  • განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ სწავლის უფლების მინიჭების შემდეგ უნივერსიტეტი უფლებამოსილია პირი ჩარიცხოს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა მიმართონ უშუალოდ  თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრს და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება რექტორის სახელზე;
  • 4 ფოტოსურათი 3x4-ზე (როგორც დაბეჭდილი, ასევე ელ.ვერსია CD);
  • მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული სრული და არასრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;


უცხო ენაზე შედგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე  და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.


მომავალ სტუდენტთა საყურადღებოდ!

ü  დოკუმენტების გადმოგზავნა ჩარიცხვამდე შესაძლებელია ექსპრეს ფოსტის (DHL, UBS, TNT, FedEx)  მეშვეობით.

ü  თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს არ აქვს საერთო საცხოვრებელი. საცხოვრებელი ადგილი ხელმისაწვდომია მიღებული აპლიკანტებისათვის (კერძო ბინების ქირაობა შესაძლებელია უნივერსიტეტის მიმდებარე უბნებში , ფასი მერყეობს თვეში -100-200 აშშ  დოლარამდე).

სამედიცინო დაზღვევა

ü  სტუდენტებს ეძლევათ რეკომენდაცია მიიღონ ადგილობრივი ან საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევა (სხვადასხვა პაკეტის ფასი მერყეობს თვეში 7-25 აშშ დოლარამდე).

 

Xarici Ölkə Vətəndaşlarının Tbilisi Açıq Tədris  Universitetinə Qəbul Qaydaları

 

Xarici ölkə vətəndaşlarının və xaricdə yaşayan Gürcüstan vətəndaşlarınınTbilisi Açıq Tədris Universitetinə qəbulu

GürcüstanTəhsil nazirinin 1 Sentyabr 2009-cu il 725 saylı və 1O ktyabr 2010-cu il 98 saylı əmri əsasında həyata keçirilir.

Xarici ölkə vətəndaşları və Gürcüstan vətəndaşları(son iki ili xarici ölkədə oxumuş və tam orta təhsil almış)Tbilisi Açıg Tədris Universitetinin bakalavr və magistr proqramlarının gürcü,ingilis və azərbaycan dilli bölmələrinə qəbul edilirlər:

· İngilis dilli bakalavr və magistr proqramlarında illik ödəniş 3000 ABŞ dollarının Lari ekvivalenti dəyərindədir:

· Gürcü dilli bakalavr və magistr proqramınıda xarici ölkə vətəndaşları və son iki ili xarici ölkədə oxumuş və tam orta təhsil almış Gürcüstan vətəndaşları üçün illik ödəniş 2500ABŞ dollarının Lari ekvivalenti dəyərindədir

· Tbilisi Açıq Tədris Universitetinin İxtisas Təhsil Mərkəzinin gürcü dilli proqramında xarici ölkə vətəndaşları üçün illik ödəniş1500 ABŞ dollarının Lari ekvivalenti dəyərindədir;

Tbilisi Açıq Tədris Universitetinin İxtisas Təhsil Mərkəzinin ingilis dilli proqramında illik ödəniş 2200ABŞ dollarının lari ekvivalenti dəyərindədir

Tbilisi Açıq tədris Universitetində intensivləşdirilmiş gürcü dili və ingilis dili kurslarında və ixtisas artırma mərkəzində illik ödəniş1000-2000 ABŞ dollarının ekvivalenti dəyərindədir

Universitetin ingilis dilli programına gəbul ildə iki dəfə həyata keçirilir:Sentyabr-Oktyabr və Fevral-Mart aylarında.

Bakalavr və magistr proqramlarına qəbul üçün aşağıdakı sənədlər təqdim olunmalıdır:

1.  Abituriyentin ərizəsi;

2.  4 fotoşəkil 3X4 -ölçüdə (CD elektron versiyda);

3. Vətəndaşlığı təsdiq edən sənədin bütün səhifələrinin notarial qaydada təsdiq olunmuş surəti(qürcü dilində)

4.   Tam orta təhsil haqda sənədin notarial qaydada təsdiq olunmuş surəti (qürcü dilində);

5. Tbilisi Açıq Tədris Universitetinə qəbul ediləcək tələbələrin umumi sayına müvafiq olaraq.abituriyentin mövcud vakant yerə qəbul edilməsi haqda universitetin rektorunun yazılı razılığı;

6.    Sağlamlıq sertifikatı və peyvənd təqvimi

 Tələbənin sağlamlığının sığortası məqsədi ilə o,Gürcüstanda tam tibbi müayinədən keçməlidir.Buna viruslu infeksion xəstəliklər(QİÇS,hepatit və s.) daxildir.(təxminən 100 Avro)

Tbilisi Açıq Tədris Universitetinin bakalavr və magistr proqrqmlarında təhsil almaq istəyən şəxslər xarici ölkədə alınmış tam orta təhsili təsdiq edən sənədi tanınmaq üçün Gürcüstan Elm və Təhsil Nazirliyinin təhsilin Keyfiyyətinin Yaxşılaşdırma Mərkəzinə təqdim etməlidirlər (www. eqe.el.poçt info@nea.ge).

Tbilisi Açıq Tədris Universitetinin İxtisas Təhsil proqramında təhsil almaq istəyən şəxslər mərkəzə aşağıdakı sənədləri təqdim etməlidirlər:

1.  Tam və natamam orta təhsil haqda sənədin notarial qaydada təsdiq olunmuş surətini(qürcü dilində);

2. Vətəndaşlığı təsdiq edən sənədin bütün səhifələrinin notarial qaydada təsdiq olunmuş surəti(qürcü dilində;

  3.  4 fotoşəkil 3X4 -ölçüdə (CD elektron versiyda);

  4.  Sağlamlıq sertifikatı və peyvənd təqvimi

 

Natamam sənədlər baxılmaq üçün qəbul edilmir.

 

Gələcək tələbələrin nəzərinə

Tbilisi Açıq Tədris Universitetinin yataqxanaları olmadığından,tələbələr universitetə yaxın ərazilərdə ev və yaxud otaq kirayə tutur və kirayə xərclərini özləri ödəyirlər (100-200 ABŞ dolları)

 

Tibbi sığorta

Tələbələrə yerli və beynəlxalq sıqorta tövsiyyə olunur(müxtəlif aylıq paketlərin qiyməti 7-25 ABŞ dolları)

Əlaqə üçün məlumat

Universitetin ünvani: Tbilisi şəhəri,Rustavi Şossesi,20

Telefonlar: (+995 32) 2402946, (+995 32) 2402948

Sayt: www.openuni.edu.ge

Elektron poçt:   info@openuni.edu.ge

Məsul Şəxslər

İngilis dilli proqram - Giorgi Amilaxvari

Tel: 599 10 77 22elşpoçt: georgeamilakhvari1984@yahoo.com

Azərbaycan dilli proqram - İlham Mehdiyev

Tel: 599 00 61 11 el.poçt: ilham_mehdiev@rambler.ru

Gürcü dilli proqram - Zaur Amilaxvari el.poçt z.amilakhvari@openuni.edu.ge

Nino Sepaşvili tel:  592 73 00 99 el.poçt: n.sepashvili@openuni.edu.ge