კვალიფიკაციისა ამაღლებისა და გადამზადების ცენტრი / დებულება

 

კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრის 

ადამიანს ნებისმიერ ასაკში მარტივად უნდა შეეძლოს მისთვის საჭირო კვალიფიკაციის 

ან გადამზადების მიღება მისთვის ხელსაყრელ დროს. სწორედ ამის გამო ბოლონიის 

პროცესმა გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა განათლების სფეროში და დაიწყო უწყვეტი 

განათლების კონცეფციის დანერგვა. ბოლონიის პროცესის თანახმად უწყვეტი 

განათლების პრინციპების დანერგვა უნივერსიტეტების მისიისა და სტრატეგიების 

მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს.

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) კვალიფიკაციის 

ამაღლებისა და გადამზადების ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) წარმოადგენს უნივერსიტეტის  

სტრუქტურულ ერთეულს.    

2. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს  საქართველოს კანონმდებლობის, უმაღლესი 

განათლების ევროპული სივრცის მარეგულირებელი საერთაშორისო აქტების,  უნივერსიტეტის 

დებულების, წინამდებარე დებულების და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა სამართლებრივი 

აქტების საფუძველზე.

3. ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის 

მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის  წინაშე, ასრულებს დებულებით გათვალისწინებულ 

და სხვა მოვალეობებს.

მუხლი 2. ცენტრის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. ცენტრის ძირითადი საქმიანობის სფერო და ამოცანაა პიროვნების ინტერესებისა და 

შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და 

გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

2. ცენტრის ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების სისტემის დანერგვა;

ბ)  კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების  პროგრამების ადმინისტრირება და 

უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით სხვადასხვა სემინარის, 

ტრენინგის, სასწავლო და სასერტიფიკატო კურსის ორგანიზება;

გ) უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პერსონალის მათ შორის სამსახურში 

ახლადაყვანილი თანამშრომლების კვალიფიკაციის შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება;

დ) ქართულ  და უცხოურ ორგანიზაციებთან, ფონდებთან, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან 

თანამშრომლობა, პროექტების მომზადება და მათი განხორციელება.

მუხლი 3. ცენტრის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

1. კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრი ხელმძღვანელობს ცენტრის უფროსი.

2. ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე 

შეთანხმებით. ცენტრის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ახორციელებს, 

ცენტრის უფროსის მიერ წარდგენილი თანამშრომელი;

3. ცენტრის უფროსი:

ა) საერთო წესით ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას; 

ბ) ადგენს ანგარიშს წლიური საქმიანობის შესახებ;

გ) მოქმედებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობებში 

განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში;

დ) მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს წარუდგენს კონტრაქტით მოსაწვევ სხვადასხვა 

მიმართულების თანამშრომელთა კანდიდატურებს საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით;

ე) ორგანიზებას უწევს სხვადასხვა პროგრამებზე კვალიფიკაციის ასამაღლებლად და 

გადასამზადებლად შესაბამისი პირების მოწვევას და მათთან შეთავაზებული სასწავლო 

პროცესის წარმართვას

ვ) ცენტრის კომპეტენციით განკუთვნილ საკითხებზე ამზადებს წინადადებებს და წარუდგენს 

რექტორს დადგენილი წესით გადაწყვეტილებების მისაღებად; 

ზ) პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ვალდებულია

რაციონალურად გაანაწილოს შესასრულებელი სამუშაო და გააკონტროლოს

შესრულებული სამუშაოს ხარისხი;

თ) ახორციელებს წინამდებარე დებულებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ- 

სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა 

და დავალებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა   ხორციელდება მოქმედი 

კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოში მოქმედი 

კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დებულება ძალაშია უნივერსიტეტის აკადემიური და  წამომადგენლობითი სენატის  მიერ მისი 

დამტკიცების მომენტიდან.

 4. დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების ან/და  სამსახურის  ლიკვიდაციის 

შემთხვევაში.