ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა / დეკანის მიმართვა

 

  მექი ლობჟანიძე 
  დეკანი
 ფილოსოფიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

  m.lobjanidze@openuni.edu.ge

 

 

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალი დონის სპეციალისტების მომზადება.

უნივერსიტეტში ხარისხიან სწავლებას უზრუნველყოფს ახალი აკადემიური პროგრამები, დამატებითი სპეციალობის არჩევანი, მუდმივად მზარდი სამეცნიერო პოტენციალი და მოქნილი მენეჯმენტი. ჩვენთან სათანადო ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებისათვის საუკეთესო გარემოს ქმნის მაღალკვალიფიციური, გამოცდილი მეცნიერებით დაკომპლექტებული აკადემიური პერსონალი და კეთილმოწყობილი და სათანადო ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები, მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების შესახებ ქართულ თუ უცხოურ ლიტერატურას, შექმნილია საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სახელმძღვანელოების ელექტრონული კატალოგი.

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში გატერებული წლები მაქსიმალურად ნაყოფიერი და მომავალი წარმატებული კარიერის შექმნის გარანტი იქნება. ნიჭიერ, მიზანდასახულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს სიამოვნებით ვიწვევთ ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამებზე. ჩვენთან შეძენილი ცოდნით თქვენ მომავლის გზა ხსნილი გექნებათ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

გისურვებთ წარმატებებს!