სამართლის სკოლა / დეკანის მიმართვა

  ზვიად გაბისონია
  დეკანი
  სამართლის დოქტორი, პროფესორი

  z.gabisonia@openuni.edu.ge

 

​მაქვს პატივი მოგესალმოთ ყველა თქვენთაგანს, ვინც აცნობიერებს კანონის უზენაესობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და გადაწყვეტილება მიიღო დაეუფლოს იურისტის ესოდენ საპასუხისმგებლო და საპატიო პროფესიას, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სამართლებრივი განვითარების წინსვლის საქმეში. ეს გახლავთ საუკეთესო არჩევანი, წინაპირობა ევროპული ინტეგრაციის ადაგლობალიზაციის პროცესში ჩვენი ქვეყნის მოწინავე პოზიციის დამკვიდრებისა.

იურიდიული განათლება - ესარნიშნავს მხოლოდ პრესტიჟულ სამსახურს და უზრუნველყოფილ პროგნოზირებად კარიერას, ეს გახლავთ იმიჯი, სტილი, გარკვეული სამყარო, სუბკულტურა, რომელიც დღეს ახალი გამოწვევების წინაშე დგას.

იურიდიული პროფესიის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს მისი დაუფლების უწყვეტი პროცესი მთელი სისცოცხლის მანძილზე, რაც დიდი ნებისყოფითა და ძალისხმევით მიიღწევა. მაღალი პროფესიონალიზმი იურისპრუდენციაში წარმოადგენს გარანტს საზოგადოებრივი ურთიერთობების მოქნილი სამართლებრივი რეგლამენტაციის, არსებული თუ შესაძლო ინტერესთა კონფლიქტების წარმატებით გადაჭრის, მართლწესრიგის სტაბილურობის უზრუნველყოფის, სამართლებრივი ინსტიტუტების შემდგომი განვითარების, მართლშეგნებისა და სამართლებრივი კულტურის ამაღლების, ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლო სისტემის ეფექტური ფუნქციონირების, სამართლის ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის აუცილებლობის- სწორედ ესგახლავთ ისგამოწვევები, რომელიც დგას ახლანდელი და მომავალი თაობების წინაშე, მათ მიმართ ვინც, პროფესიული ორიენტაციის სახით იურისტის პროფესია აირჩია.

ძვირფასო სტუდენტებო, ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ პოტენციალი, რომლითაც თქვენ ამ სკოლაში მოხვედით, შევქმნათ ის მორალური, სოციალური და ინტელექტუალური კაპიტალი, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია თქვენი მომავალის ჭეშმარიტი ორიენტაციისთვის. მაგრამ ამ მიზნის რეალიზება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, თქვენი მაღალი მოტივაციისა და პროფესორთა სრული მხარდაჭერით მიიღწევა.

ჩვენი ერთობლივი მიზნიდან გამომდინარე, სკოლა გთავაზობთ საუკეთესო განათლების მიღების თანამედროვე მოდელს, რომელიც მისი შინაარსიიდან და რეალიზაციის შესაძლებლობიდან გამომდინარე, წარმოადგენს გარანტს ხარისხიანი განათლების მიღების ღია და მიმზიდველ სამუშაო გარემოში. 

ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას - თქვენ უნდა მიიღოთ და გამოიყენოთ იგი.

გისურვებთ წარმატებებს.