ბიბლიოთეკა

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის

 

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი



თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამუშაო საათები განსაზღვრულია ბიბლიოთეკის დებულებით:
ორშაბათი – პარასკევი: 10.00 სთ –18.00 სთ
შაბათი: 10.00სთ – 16.00 სთ.

ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული-ინფორმაციული რესურსცენტრი, რომელიც პასუხს აგებს არსებული რესურსის მოხმარებაზე, დაცვასა და განვითარებაზე.
მკითხველი ვალდებულია გაეცნოს ბიბლიოთეკასა და სამკითხველო დარბაზში მომსახურების წესებს და დაიცვას იგი.
ბიბლიოთეკიდან წიგნის გაცემას და მიღებას აწარმოებს ბიბლიოთეკარი, ელექტრონული საბიბლიოთეკო პროგრამის დახმარებითა და მკითხველთა ბარათებით.
ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება სტუდენტობის პერიოდში ერთხელ.
სტუდენტი, რომელიც გაწევრიანდება საბაკალავრო სწავლების პერიოდში, ბიბლიოთეკის წევრობას ინარჩუნებს სამაგისტრო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც.
სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება დასტურდება მისი საბონენტო ბარათით. შესაბამისად, ბიბლიოთეკით ვერ ისარგებლებენ სტუდენტები, რომლებიც არ არიან საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელნი.
წიგნის გატანა დამოკიდებულია წიგნის კატეგორიაზე, რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე.
ბიბლიოთეკიდან არ შეიძლება გაიცეს:

• წიგნი, რომელიც მხოლოდ ერთი ეგზემპლარია ბიბლიოთეკაში;
• პერიოდული გამოცემები (ჟურნალები, გაზეთები);
• იშვიათი გამოცემები, ძველი წიგნები;
• ვიდეო და აუდიო მასალა;
• ლექსიკონები;
• ენციკლოპედიები.
წიგნის გატანა შესაძლებელია შემდეგი ვადებით:
სახელმძღვანელო – 1 სემესტრი (თუ გვაქვს საკმარისი რაოდენობა)
სახელმძღვანელო – 10 დღე (თუ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობა)
მხატვრული ლიტერატურა – 2 თვე
სხვა კატეგორიის წიგნი – 14–30 დღე


ბიბლიოთეკიდან ერთდროულად შესაძლებელია 3–4 წიგნის გატანა. წიგნის გაცემას და მიღებას ბიბლიოთეკარი აწარმოებს ელექტრონული კატალოგის საშუალებით. მკითხველის ბარათში მითითებულია ინფორმაცია წიგნის გაცემის თარიღის შესახებ.

მკითხველი ვალდებულია მითითებულ ვადებში დააბრუნოს წიგნი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია გადავადება.

წიგნის დაბრუნების ვადის გასვლისას ვრცელდება შემდეგი პირობები:
• წიგნის დაბრუნების ვადის გადადება მკითხველს შეუძლია ბიბლიოთეკართან პირადად შეთანხმებით;
• წიგნის დაბრუნების ვადის გადადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ წიგნზე არ არის მოთხოვნა. წიგნის დაუბრუნებლობის, დაბრუნების დაგვიანების
ან დაზიანების შემთხვევაში ვრცელდება შემდეგი წესები:
• წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან 14 დღის შემდეგ მკითხველი ვეღარ შეძლებს ბიბლიოთეკის სერვისებით სარგებლობას;
• წიგნის დაბრუნების ვადიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, გატანილი წიგნი ავტომატურად ითვლება დაკარგულად.
მკითხველი ვალდებულია მოიტანოს სანაცვლო წიგნი ან იმ შემთხვევაში, თუ წიგნი არ არის გაყიდვაში, წარმოადგინოს მისი ქსეროასლი, ან გადაიხადოს წიგნის ორმაგი ღირებულება.
• თუ პირი შემჩნეულია წიგნის ვადაგადაცილებით დაბრუნებაში, შესაძლებელია უარი ეთქვას ბიბლიოთეკიდან სათანადო ლიტერატურის გატანასთან დაკავშირებით.
• დავალიანების მქონე სტუდენტებზე არ გაიცემა დიპლომები;
• შეტყობინების მიუღებლობა არ ათავისუფლებს მკითხველს დადგენილი სანქციებისაგან;
• დიპლომის ასაღებად ( ან მობილობით სხვა უნივერსიტეტში გადასვლისას) სტუდენტი სხვა საჭირო დოკუმენტებთნ ერთად წარადგენს ე.წ. ,,შემოვლით ბარათს“, რომელიც დაადასტურებს, რომ მას არ აქვს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დავალიანება.
• წიგნის დაბრუნების ვადის მოახლოებისას ორი დღით ადრე ბიბლიოთეკარი მკითხველს უგზავნის გაფრთხილებას.
• თითოეული წიგნის ღირებულება განსაზღვრულია და დაფიქსირებულია საბუღალტრო ბალანსზე.
შენიშვნა: ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას, გამონაკლის შემთხვევაში, შეუძლია მოითხოვოს წიგნის ვადაზე ადრე დაბრუნება. ასეთ დროს მომხმარებელი ვალდებულია, გამოთხოვილი მასალა დააბრუნოს შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკითხველი ჩაითვლება დავალიანების მქონედ და მასზე გავრცელდება შესაბამისი სანქციები.


ბიბლიოთეკასა და სამკითხველო დარბაზში ქცევის წესები

1.ბიბლიოთეკით მოსარგებლე ვალდებულია:

ა) წიგნის გამოყენების შემდეგ თვითნებურად არ დადოს წიგნი თაროზე,
ბ) წიგნი უნდა მიუბრუნოთ ბიბლიოთეკარს: ბიბლიოთეკის თანამშრომელი თვითონ დააბრუნებს მას ადგილზე.
გ) წიგნის გადანახვის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელი თხოვნით მიმართავს ბიბლიოთეკარს. გადანახვა შესაძლებელია მხოლოდ 2 დღის ვადით.
დ) დაუშვებელია სადილობა ბიბლიოთეკაში. ნებადართულია მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყლის ან უალკოჰოლო სასმელის თან ქონა.


2. ბიბლიოთეკაში სასტიკად აკრძალულია:
ა) მოწევა,
ბ) ხმაური და საუბარი.
გ) მობილური ტელეფონების გამოყენება.
დ) წიგნის არასწორად დადება, მისი დამალვის, ანუ სხვა სტუდენტისათვის წიგნის გამოყენების ხელისშეშლის მიზნით.
ე) წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობა, დაზიანება ( დაფხაჭნა, ფურცლების ამოგლეჯა და სხვა)
3. აღნიშნული წესებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბიბლიოთეკა უფლებამოსილია დაუწესოს ბიბლიოთეკით სარგებლობის შეზღუდვა მომხმარებელს. ხოლო „ე“„ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეთხვევაში ასეთ მომხმარებელს დააკისროს 5 დღის ვადაში წიგნის ორმაგი ღირებულების დაფარვა.