მაგისტრატურა

აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაში სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების, სპეციალობაში და უცხო ენაში გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად, პროგრამაზე მიღების წინაპირობების დაცვით.

ჩარიცხვის პროცედურა

მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა, უნივერსიტეტს მომართავს განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
 

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • ფერადი ფოტოსურათი 1 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული  ვერსია დისკზე
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • დიპლომის ასლი დამოწმებული ნოტარიულად
  • დიპლომის დანართი (ასლი).


სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერისტეტო გომეცდები.

გამოცდა ტარდება დარგის/მიმართულების სპეციალისტებით დაკომპლექტებულ საგამოცდო კომისიის მიერ (დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერისტეტის ადმინისტრაციას)

სპეციალობაში გამოცდის ხვედრითი წილი ქართულენოვან პროგრამებზე  65%-ით, ხოლო ინგლისურენოვან პროგრამებზე 50%-ით განისაზღვრება; მაგისტრანტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • დარგის ფართოცოდნა
  • ლოგიკური აზროვნება და არგუმენტირებული დასკვნების უნარი
  • მეტყველების კულტურა და აზრის ადეკვატურად გადმოცემის უნარი 
  • შეკითხვებზე ზუსტი და ამომწურავი პასუხების გაცემის უნარი.

მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ გამოცდების წარმატებულად ჩაბარებისა და მასთან გაფორმებული სასწავლო ხელშეკრულების საფუძველზე უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს ბრძანებას უნივერსიტეტში  პირის ჩარიცხვის  შესახებ.

უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება მაგისტრანტის ჩარიცხვის თაობაზე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

სამაგისტრო კურსი 120 ECTS კრედიტიანია. მოიცავს   სასწავლო და კვლევით კომპონენტებს.

ჩვენი სამაგისტრო პროგრამები თანამედროვე სტანდარტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან  შესატყვისია!

თუ თქვენ გსურთ ბაკალავრიატში შეძენილი ცოდნის  გაღრმავება და კარიერული წინსვლა, ან საქმიანობის სფეროს გამოცვლა და ახალი პროფესიის შეძენა - გახდით თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრანტი და  ჩვენ თქვენს სურვილს საქმედ  ვაქცევთ.

ჩვენ შევეცდებითთქვენიპოტენციალისსრულად გახსნაში დაგეხმაროთდა თქვენ მიერ შერჩეულ სფეროში გამორჩეულად წარმატებულები იყოთ.

სამაგისტრო პროგრამები  თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად ითვალისწინებს  სხვადასხვა აქტივობებს, რომლებიც გაამდიდრებს თქვენს სასწავლო პროცესს, იქნება ეს სასწავლო პრაქტიკა თუ სხვა სახის პროფესიული და აკადემიური საქმიანობა.