მისია

უნივერსიტეტის მისია

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა მოამზადოს გლობალური დასაქმების ბაზრის, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების  მოთხოვნების შესაბამისი  განათლების, უნარ–ჩვევების, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების, ეროვნული ცნობიერებისა და ლიბერალური ღირებულებების მქონე მოქალაქე.
 უნივერსიტეტი,  სტუდენტების ინტელექტუალური, კულტურული და პიროვნული ზრდისათვის, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის უმაღლეს და პროფესიულ განათლებას  და სწავლის გაგრძელების საშუალებებს. ხელს უწყობს სტუდენტთა არჩევანის თავისუფლებას და აძლევს მათ შესაძლებლობას იქცნენ სწავლა-სწავლების პროცესის მთავარ სუბიექტად.
ღია კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებზე დაყრდნობით უნივერსიტეტი მოწოდებულია განუვითაროს თითოეულ სტუდენტს სოციალური წარმატებისა და თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. ბოლონიის წევრი ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების  შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება–განახლების გზით,  ხელი  შეუწყოს სტუდენტთა საერთაშორისო მობილობას.
თბილისის ღია სასწავ;ლო უნივერსიტეტი  წარმატებით აგრძელებს  ქართული სახელმწიფოს საამაყო ისტორიულ ტრადიციას, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს  ღია, ეთნიკურად მრავალფეროვანი   საზოგადოების მშენებლობას.