მობილობა-2017

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მობილობის წესით თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი ახალ მისამართზეა: უნივერსიტეტის ქუჩა #2 (ვაკე-საბურთალოს კვეთა) !


ისარგებლეთ მობილობის პროცესით და გახდით ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი !


რატომ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი?

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალი დონის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს!
  • სწავლას ყველა პროგრამაზე 2000 ლარად!
  • სწავლის საფასურის გადახდის შეღავათიან პირობებს!
  • გაცვლით პროგრამებს ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში!


მობილობა წელიწადში ხორციელდება ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე. მობილობის უფლება გაქვთ იმ შემთხვევაშიც, თუ შეჩერებული (ან შეწყვეტილი - არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში) გაქვთ სტუდენტის სტატუსი!

დარეგისტრირდით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტრონულ პორტალზე და უნივერსიტეტების ჩამონათვალში მონიშნეთ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი.

წესი / პროცედურა

მობილობის ვადები:
  • სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2017 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე;
  • სტუდენტთა მიერ მობილობის საფასურის გადახდის ვადა: 2017 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე;
  • ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა: 2017 წლის 23 აგვისტო.
  • ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში გამოცხადების, სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2017 წლის 23 აგვისტოდან - 6 სექტემბრის ჩათვლით.


თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და ვაკანტური ადგილების რაოდენობა 2017-2018 ს/ წლის შემოდგომის მობილობისთვის:

საფეხური საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება ადგილების რ-ბა წლიური საფასური (ლ) მისანიჭებელი კვალიფიკაცია შენიშვნა
ბაკალავრიატი ბიზნესის ადმინისტრირება 20 2000 ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
ბაკალავრიატი საერთაშორისო ურთიერთობები 20 2000 სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში
ბაკალავრიატი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებიი 15 2000 სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ეკონომიკაში
ბაკალავრიატი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი 15 2000 ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში
ბაკალავრიატი გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა (სატრანსპორტო ლოჯისტიკა) 10 2000 ინჟინერიის ბაკალავრი ტრანსპორტში
ბაკალავრიატი კომპიუტინგი/ინფორმატიკა 10 2000 ინჟინერიის ბაკალავრი ინფორმატიკაში
ბაკალავრიატი ჟურნალისტიკა 20 2000 სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ჟურნალისტიკაში
ბაკალავრიატი სამართალმცოდნეობა 30 2000 სამართლის ბაკალავრი
ბაკალავრიატი ინგლისური ფილოლოგია 15 2000 ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში
ბაკალავრიატი ფინანსები და საბანკო საქმე 15 2000 ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში
ბაკალავრიატი საგადასახადო-საბაჟო საქმე 15 2000 სბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირება 5 2000 ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მიღების წინაპირობა; საერთო სამაგისტრო გამოცდის B ტიპის ტესტი
მაგისტრატურა სისხლის სამართალი 5 2000 სისხლის სამართლის მაგისტრი მიღების წინაპირობა; საერთო სამაგისტრო გამოცდის C ტიპის ტესტი
მაგისტრატურა ბიზნეს სამართალი 5 2000 ბიზნეს სამართლის მაგისტრი მიღების წინაპირობა; საერთო სამაგისტრო გამოცდის C ტიპის ტესტი
მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობები 5 2000 სოციალური მეცნიერებების მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში მიღების წინაპირობა; საერთო სამაგისტრო გამოცდის A ტიპის ტესტი


წარმოსადგენი დოკუმენტები:
საბაკალავრო პროგრამებზე

ჩარიცხვამდე:
  • ატესტატი (ასლი)
  • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან
  • მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის (არსებობის შემთხვევაში) ქსეროასლი
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი
  • განცხადება რექტორის სახელზე

ჩარიცხვის შემდეგ::
  • ატესტატი( დედანი)
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატი ( დედანი) (არსებობის შემთხვევაში)
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4
  • წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის)


სამაგისტრო პროგრამებზე

ჩარიცხვამდე:
  • ბაკალავრის დიპლომის (ასლი)
  • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან
  • მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი
  • განცხადება რექტორის სახელზე

ჩარიცხვის შემდეგ::
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი დამოწმებული ნოტარიულად ( დედანი)
  • დიპლომის დანართი (ასლი)
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • ფერადი ფოტოსურათი 1 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე
  • o ► წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის)


აირჩიე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი!