მობილობა

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი სასწავლებლად იწვევს საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს! 

ისარგებლე მობილობის პროცესით და გახდი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი! 

რატომ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი? 

ჩვენ გთავაზობთ:

► მაღალი დონის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს!

► სწავლას ყველა პროგრამაზე 1800 ლარად!

► სწავლის საფასურის გადახდის შეღავათიან პირობებს!

► გაცვლით პროგრამებს ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში!

► ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებს გაცვლით პროგრამებს   ლიტვის სამართლის და ბიზნესის საერთაშორისო სკოლაში

 ( International School of Law and Business http://www.islb.eu/ )

 

 


მობილობა წელიწადში ხორციელდება ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე. მობილობის უფლება გაქვს არამარტო აქტიური, არამედ  შეჩერებული (ან შეწყვეტილი - არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში)  სტუდენტის სტატუსითაც! 
 


სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 

წესი/პროცედურა 

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილობის წესით თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ! 
მობილობის ვადები


თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და ვაკანტური ადგილების რაოდენობა იხილეთ მობილობის ელექტრონულ პორტალზე.

იმისათვის, რომ მოიპოვო მობილობის უფლება, უნდა დარეგისტრირდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტრონულ პორტალზე და უნივერსიტეტების ჩამონათვალში მონიშნო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი. 


დარეგისტრირების შემდეგ მოგვმართეთ და წარმოგვიდგინეთ შემდეგი საბუთები: 

საბაკალავრო პროგრამებზე 

ჩარიცხვამდე: 

  •  
    • ► ატესტატი (ასლი)
    • ► ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან
    • ►  მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების ასლი
    • ► ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
    • ► გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის (არსებობის შემთხვევაში) ქსეროასლი
    • ► პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი
    • ► განცხადება რექტორის სახელზე

 

 

ჩარიცხვის შემდეგ:

  •  
    • ► ატესტატი( დედანი)
    • ► გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატი ( დედანი) (არსებობის შემთხვევაში)
    • ► სტუდენტის სასწავლო ბარათი
    • ►  2 ცალი ფოტოსურათი 3X4
    • ► წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის)

 

ყურადღება! ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობა განხორციელდება იმ შემთხვევაში , თუ პროგრამული შესაბამისობის დადგენისას  შესაძლებელი იქნება მინიმუმ 136 კრედიტის აღიარება.

 

აირჩიე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი!