ჩვენ შესახებ / რექტორი

 

ნოდარ პაპუკაშვილი

 

რექტორი​

 

პროფესორი,
სამართლის დოქტორი​

 

E-mail: n.papukashvili@openuni.edu.ge

 


მადლობას მოგახსენებთ, რომ დაინტერესდით ჩვენი უნივერსიტეტით.

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში სწავლება მაღალი დონის აკრედიტებული პროგრამებით მიმდინარეობს.

ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებობის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად იგი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად გადაიქცა. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, ვიყოთ თანამედროვე გამოწვევების მოპასუხე და ჩვენი სტუდენტების კონკურენტუნარიან, მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბების გარანტი. ამ დიდი მისიის შესრულებისთვის უნივერსიტეტს გააჩნია როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსი და უნივერსიტეტის მთავარ საზრუნავს სწორედ მაღალი ხარისხის პროფესორ-მასწავლებლების კვლავაც მოზიდვა და მათი შენარჩუნება წარმოადგენს.

ხშირად ისმის კითხვა - როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით? ძიების პროცესი, ისევე როგორც თვით კაცობრიობის განვითარება, განუწყვეტელია. რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს კი, უმეტეს შემთხვევაში, გვავიწყდება ის მთავარი, რომლის გამოც და რომლისთვისაც საერთოდ შეიქმნა ეს სისტემა - სტუდენტი. ამიტომაც, ჩვენი პროგრამები, სასწავლო პროცესი მაქსიმალურად არის ორიენტირებული სტუდენტზე და შექმნილია სტუდენტის ინტერესების გათვალისწინებით​.