სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი / ცენტრის დებულება

 

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის
დებულება

თავი I. შესავალი დებულებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (შემდეგში-ცენტრი) არის უნივერსიტეტის   სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამის პირობებს ქმნის გამოყენებითი და ფუნდამენტური ხასიათის კვლევების განსახორციელებლად.  მონაწილეობს მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრების მომზადებაში.
2. ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის მმართველობით საბჭოს თავმჯდომარის  და სენატის წინაშე. 
3. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს  საქართველოს კანონმდებლობის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის მარეგულირებელი საერთაშორისო აქტების,  უნივერსიტეტის დებულების, წინამდებარე დებულების და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
4. ცენტრის ფინანსები და ქონება განუყოფელია თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ფინანსებისა და ქონებისაგან.
მუხლი 2. ცენტრის მიზნები
ა)   საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
ბ)  ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
გ)  სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ე)  ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადება;
ვ)  საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
ზ) უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების წახალისება და ხელშეწყობა.

თავი II. ცენტრის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 3. ცენტრის სტრუქტურა და მართვის ორგანოები

1. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია კვლევითი პროექტების განყოფილება, სამეცნიერო პერიოდული გამოცემის სარედაქციო კოლეგია. შესაძლებელია სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნა , ცენტრის მიზნებიდან გამომდინარე.
2. ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც რექტორის წარდგინებით, 4 წლის ვადით ინიშნება მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის  მიერ;
3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ცენტრის დირექტორის წარდგინებით, მისივე უფლებამოსილების ვადით ნიშნავს უნივერსიტეტის  მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე.

მუხლი 4.  აკადემიური და წარმომადგენლობითი სენატის უფლებამოსილება ცენტრთან მიმართებაში
1.    უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი სენატი:
ა) სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ბ) განიხილავს და აფასებს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სამეცნიერო პროგრამებს დამათ საფუძველზე ადგენს ცენტრის ერთიან სამუშაო სამეცნიერო პროგრამას;
გ) მოისმენს, განიხილავს და აფასებს ცენტრის საქმიანობის წლიურ ანგარიშებს და ცალკეული მეცნიერების სამეცნიერო მოხსენებებს;
დ) განიხილავს სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის საკითხებს;
ე) უფლებამოსილია შეარჩიოს სამეცნიერო პერიოდული გამოცემების სარედაქციო კოლეგიები და
პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;
მუხლი 5. ცენტრის დირექტორის უფლებამოსილება
1.    ცენტრის დირექტორი:
ა) შეიმუშავებს ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგისა და ბიუჯეტის  პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს;
ბ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასანიშნად წარუდგენს კანდიდატურებს
უნივერსიტეტის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს;
გ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
დ) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება აკადემიური და წარმომადგენლობითი სენატის სხდომებს;
ე) ხელს უწყობს სამეცნიერო და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას;
ვ)  უნივერსიტეტის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს  წარუდგენს ცენტრის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
თ) აკადემიურ და წარმომადგენლობით სენატთან  შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებებს სამეცნიერო ჟურნალების გამოცემის თაობაზე;
ი) უზრუნველყოფს ვებ გვერდზე განსათავსებელი  ინფორმაციის  მიწოდებას შესაბამისი სამსახურისათვის
კ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით რექტორს მიმართოს შუამდგომლობით
თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

მუხლი 8. კვლევითი პროექტების განყოფილება
1. კვლევითი პროექტების განყოფილების საშტატო განრიგს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.
2. კვლევითი პროექტების განყოფილება:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობს ეროვნული და
საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში;
ბ) თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის კვლევითი პროექტების განხილვის,
დამტკიცებისა და მასში მონაწილეობის წესის  შესაბამისად ახორციელებს უნივერსიტეტის მიერ
დაფინანსებული კვლევითი პროექტების სრულ ადმინისტრირებასა და მონიტორინგს.
გ) უზრუნველყოფს კონკურსის შემთხვევაში, საკონკურსო პირობების შემუშავებასა და კონკურსის
გამოცხადებას, კონსულტაციების ჩატარებას, მიღებული პროექტების ექსპერტიზას, საექსპერტო შეფასების
საფუძველზე დასაფინანსებელი პროექტების გამოვლენასა და სენატისათვის წარდგენას.
დ) ამზადებს დამტკიცებული პროექტების ავტორებთან დასადები ხელშეკრულების პროექტს, ათანხმებს და
გასაფორმებლად გადასცემს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
ე) სენატს სისტემატურად წარუდგენს ინფორმაციას მიმდინარე პროექტების შესახებ.
ვ) უზრუნველყოფს მიმდინარე და დასრულებული კვლევითი პროექტების და მათი შედეგების შესახებ
ინფორმაციის გავრცელებას.
მუხლი 9. ცენტრის სამეცნიერო პერსონალი
ცენტრის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან  უნივერსიტეტის სრული და ასოცირებული პროფესორები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
მუხლი 11. მეცნიერთა უფლებები და მოვალეობები 
1. მეცნიერს უფლება აქვს:
ა) დამოუკიდებლად განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის
შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული
ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს საგრანტო კონკურსებში და თანამდებობრივ სარგოსთან ერთად მოიპოვოს
დამატებითი დაფინანსება;
დ) ისარგებლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით და სხვა ქონებით;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა
უფლებამოსილებანი.
2. მეცნიერი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის სამეცნიერო პროგრამით გათვალისწინებული ერთ-ერთი
პროექტის შესრულებაში ან/და ერთ-ერთი სამეცნიერო სემინარის მუშაობაში (მონაწილის ან ხელმძღვანელის
სტატუსით);
ბ) რეგულარულად გამოაქვეყნოს თავისი კვლევის შედეგები ან სტატიები უნივერსიტეტის სამეცნიერო
შრომების კრებულსა და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში;
გ) დაიცვას საავტორო სამართლის და საპატენტო კანონმდებლობის კანონები, არ გამოიყენოს სხვისი თხზულება ან იდეა პუბლიკაციაში წყაროს მითითების გარეშე (პლაგიატი).  
დ) დაიცვას უნივერსიტეტის დებულებით  და შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;
მუხლი 12. ცენტრის დაფინანსება
1. ცენტრის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს:
ა) უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სამეცნიერო გრანტებით მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2.    ცენტრის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება უნივერსიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 13. მეცნიერთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
მეცნიერთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ცენტრი:
1. დააფინანსებს უცხო ენის ან/და კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელ კურსებს მეცნიერთათვის;
2. დააფინანსებს უნივერსიტეტის სახელით მონოგრაფიების და სახელმძღვანელოების გამოცემას,
მეცნიერთა ავტორობით;
3. უზრუნველყოფს მეცნიერთა აკადემიური განვითარების მიზნით უცხოეთში ან საქართველოში
გამოცემული სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლების,
აუდიო ან ვიდეო მასალების ეგზემპლარების შესყიდვას პერსონალის მოთხოვნით;
4. უზრუნველყოფს მეცნიერთა სასწავლო და სამეცნიერო მივლინებების სრულ ან ნაწილობრივ
დაფინანსებას, რაც შედის უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებში;
5. მეცნიერთან გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს მათი საავტორო უფლებების დაცვას;
6. დააფინანსებს მეცნიერთა სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას რეფერირებად და საერთაშორისო
იმპაქტ-ფაქტორის მქონე გამოცემებში;
თავი III. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შესახებ
მუხლი 14. 

წინამდებარე დებულების მიღება, გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება აკადემიური და წარმომადგენლობითი სენატის მიერ.