უნივერსიტეტის ისტორია

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი (კოდი 085)

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი დაარსდა 2002 წელს სახელწოდებით "საქართველოს საგადასახადო აკადემია". 2009 წელს ‘‘უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, აკადემიას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ‘‘საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი’’.
2012 წლის მარტში დაიწყო რებრენდინგი და უნივერსიტეტმა შეიცვალა სახელი და დაერქვა „თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი“. 

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი არის ავტორიზებული უნივერსიტეტი, სადაც ფუნქციონირებს 27 აკრედიებული საგანმანათლებლო პროგრამა. 

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს პროფესიული განათლების  ცენტრი, რომელიც ახორციელებს ფართო სპექტრის საგანმანათლებლო პროგრამებს საშუალო სკოლის 9, 10, 11, 12 კლასდამთავრებულთათვის.

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში არის სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის ადაპტირებული გარემო და ყველა პირობა სასწავლო პროცესში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის. უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების დანერგვის საკითხზე უმაღლესი, პროფესიული განათლების სფეროში და გეგმავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა აქტიურ ჩართვას სპორტში.