ხარისხის უზრუნველყოფა / სამსახურის შესახებ

 

თბილისის ღია  სასწავლო  უნივერსიტეტის ხარისხის მართვისა და სტრატეგიული 

განვითარების სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის მართვის ორგანოს.

სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს  საქართველოს კანონმდებლობის, უმაღლესი  

განათლების ევროპული სივრცის მარეგულირებელი საერთაშორისო აქტების,  

უნივერსიტეტის დებულების, წინამდებარე დებულების და უნივერსიტეტში მოქმედი 

სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 
 

სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სსიპ-განათლების 

ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლეს განათლებაში ხარისხის 

უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) და ბოლონიის პროცესში ჩართული 

შესაბამისი პროფილის ევროპული ასოციაციებისა და ორგანიზაციების მიერ 

შემუშავებული სტანდარტებითა და რეკომენდაციებით.
 

სამსახური ხელს უწყობს უნივერსიტეტში სწავლებისა და სწავლის ხარისხის მუდმივ 

ამაღლებას და ამ მიზნით ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობის 

სტიმულირებისათვის აუცილებელ ღონისძიებებს.